სიახლეები
- 24/11/2022
IBSU-ს სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსი ცვიკაუში იმყოფებოდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსი დოქ. მარინა რაზმაძე ქ.ცვიკაუში (გერმანია) იმყოფებოდა.
დოქ. მარინა რაზმაძე ხელმძღვანელობს IDEA პროექტს, რომლის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მზადდება ახალი ინგლისურენოვანი ორმაგი დიპლომის პროგრამა სახელწოდებით „კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი“ ქალაქ ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (WHZ) და ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად შემდეგი ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ჩინეთი.
ვიზიტის ფარგლებში ქ. მარინა შეხვდა IDEA პროექტის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სადაც ხუთივე პარტნიორი ქვეყნების მიერ შემუშავდა სააკრედიტაციო პაკეტისთვის ყველა საჭირო მასალა და რეგულაცია.
ასევე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო სართაშორისო კონფერენციაში “International Germany Alumni Seminar 2022” სადაც წარსდგა მოხსენებით პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ასევე უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობაში ღია მეცნიერების როლის განსაზღვრის და საუნივერსიტეტო დონეზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესახებ.