IBSU-ს სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსი ევროპული ღია სამეცნიერო ღრუბლის სიმპოზიუმში მონაწილეობდა
09.12.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსი, ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის NCP (RI) – ეროვნული საკონტაქტო პირი კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით, ამავე დროს ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორის მოადგილე დოქ. მარინა რაზმაძე მონაწილეობდა ევროპული ღია სამეცნიერო ღრუბლის სიმპოზიუმში EOSC Symposium2022, რომელიც გაიმართა ქ. პრაღაში, ჩეხეთში.
ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი წარმომადგენელი ევროპის ისეთი წამყვანი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა CERN, FAO, ELEXIR, OpenAIRE, RDA, EOSC Future Platform და სხვა. ასევე ჩეხეთის, შვედეთის და საფრანგეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრები და სამინისტროს წარმომადგენლები, ჰორიზონტ ევროპის ჩარჩო პროგრამის სხვადასხვა მიმართულები ევროკომისარები და სხვ.
სიმპოზიუმზე მარინა რაზმაძე წარსდგა მოხსენებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ინსტიტუტ ტექინფორმის სახელით. მოხსენების სათაური: „OS & EOSC – Achievements and Future Insights. Experience of Georgia“. მოხსენების დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ღია მეცნიერების ხელშეწყობის და პოპულარიზაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე და ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციების ევროპულ ღია სამეცნიერო ღრუბელთან ინტეგრირების გზაზე არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საქართველოში ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის (Horizon Europe) დაფუძნებას, წარმატებული სტრუქტურის ჩამოყალიბებას და ბოლო ერთი წლის მანძილზე მიღწეულ შედეგებს. ასევე მოხსენება მოიცავდა ეროვნულ დონეზე 2-4 ნოემბერს ჩატარებული EOSC-ის საერთაშორისო ასოციაციასთან სამმხრივი შეხვედრის შედეგების შეჯამებას და სამომავლო სტრატეგიის წარდგენას EOSC-ის საერთაშორისო ასოციაციის და სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.
დოქ. მარინა რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიის სესიაში საბერძნეთის და სლოვენიის წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც უძღვებოდა EOSC-ის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ვოლკერ ბექმანი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე: https://eosc-portal.eu/events/eosc-symposium-2022
EOSC engagement and alignment at national level LIVESTREAMED
https://symposium22.eoscfuture.eu/wp-content/uploads/2022/11/14-17-EOSC-Symposium-Razmadze-M.pptx.pdf