სიახლეები

- 21/10/2024
IBSU-ს სტუდენტები ერევანში მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტი სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. IBSU-ს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს.