სიახლეები

- 14/05/2025
IBSU-ს სტუდენტებმა სტუდფესტი2025-ში მიიღეს მონაწილეობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდფესტი2025- ის ფარგლებში ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალის, ჩოგბურთის, სასტენდო სროლის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, ქართული ჭიდაობის, პეინტბოლის, კლდეზე ცოცვის, ძიუდოს, მინი ფეხბურთის, ბილიარდის, ბოულინგის, ცურვის, ფრენბურთის, ჭადრაკის, შაშის, ნარდის, კარტინგისა და 3X3-ზე კალათბურთის ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. IBSU-ს გუნდმა შაშის და ნარდის ტურნირებში მეორე ადგილი აიღო.
სტუდფესტი2025, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას.