სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
  4. /
  5. IBSU-ს წარმომადგენლები ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ესტუმრნენ
IBSU-ს წარმომადგენლები ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ესტუმრნენ
  • 17/06/2025

IBSU-ს წარმომადგენლები ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ესტუმრნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, საერთაშორისო პროექტის IDEA-ს ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ჩალაბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს გერმანიაში.

ვიზიტის ფარგლებში განიხილეს IDEA პროექტის შემაჯამებელი შედეგები, მოქმედი ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის “მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” პირველი გამოსაშვები ჯგუფის დიპლომების მომზადების პროცესი და პარტნიორ ქვეყნებათან სამომავლო გეგმები. სკოლის დეკანი და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდნენ პროგრამაში ჩარიცხული სტუდენტების მეორე ნაკადს ხუთივე პარტნიორი ქვეყნიდან და გააცნეს მათ IBSU-ში არსებული სიახლეები და სწავლის უპირატესობები. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრიდან IBSU DAAD-ს მხარდაჭერით ჩაერთო მეორე საერთაშორისო პროექტში E-CANDEE-ში, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება და IDEA პროექტის გაფართოებას გულისხმობს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ახალი პროექტის E-CANDEE-ს ყველა ქვეყნიდან ხელმღვანელების პირველი გაფართოებული სხდომა და ახალ პარტნიორ ქვეყნებთან სამუშაოების დაგეგმვა. არსებულ კონსორციუმს შემოუერთდა ჩეხეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.

2016 წლიდან IBSU მჭიდროდ თანამშრომლოს ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან, ხოლო 2020 წლიდან DAAD-ის მხარდაჭერით IDEA პროექტის ფარგლებში ერთბლივი ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის განმახორიელებელია.