[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს წარმომადგენლები IAFOR-ს ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ

29.09.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდნენ საერთაშორისო აკადემიური ფორუმის (IAFOR) მიერ ორგანიზებულ განათლების რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე, ქალაქ ბარსელონაში.

კონფერენციაში 200-მდე მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. IAFOR-ის კონფერენციები განათლების შესახებ ხელს უწყობს აკადემიურ დისკუსიას, ცოდნის გაზიარებას და ეხება ცვლილებებს, ტრანსფორმაციას და სოციალურ სამართლიანობას.

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეზისების და დისერტაციების სამსახურის უფროსმა, განათლების მეცნიერებების დოქტორმა მარიამ კუჭავამ; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, დოქტ. ირინე ბახტაძემ; დოქტ. ნატო ფაჩუაშვილმა; დოქტ. გურანდა ხაბეიშვილმა და დოქტ. სალომე გურეშიძემ.

კონფერენციის ცალკეულ სესიებს მოდერატორობა გაუწიეს დოქტ. მარიამ კუჭავამ და დოქტ. გურანდა ხაბეიშვილმა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ასევე ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები, სამინ უსტიაშვილი და ირმა მაჩიტიძე.

კონფერენციის დასასრულს გამოითქვა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების ჩატარების კუთხით. წარმოდგენილი საკონფერენციო მოხსენებები სტატიის სახით გამოქვეყნდება Scopus-ში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში.