[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს 360 გრადუსიანი ვიდეო და აუდიო სისტემა საჩუქრად გადაეცა

01.07.2024

IBSU-ს 360 გრადუსიანი ვიდეო და აუდიო სისტემა საჩუქრად გადასცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა მიმდინარე პროექტის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)“ ხელმძღვანელი იოსებ სალუქვაძე და საჩუქრად გადასცა ჰიბრიდული შეხვედრებისთვის 360 გრადუსიანი ვიდეო და აუდიო სისტემა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის თანახელმძღვანელი, თემურ გუგუშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილი, პრორექტორი კვლევით დარგში, ასოც. პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი, პრორექტორი ხარისხის დარგში, ასოც. პროფ. დოქტ. ნინო ჯოჯუა, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი, სკოლის ადმინისტრაციული დირექტორი, ნინა მირუაშვილი და ბიზნესის სკოლის აფილირებული ასოც. პროფ. დოქტ. აზერ დილანჩიევი. პროექტი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საერთო სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, რისთვისაც მოხდება აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამოყენება.

შეხვედრის ფარგლებში, პროექტის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) პარტნიორობით ხორციელდება პროექტი „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D). პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით.