IBSU-ს „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი იურისტი და კომპანიის პროკურისტი თეა წიკლაური-რეგალი ესტუმრა
31.10.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს, ინტერნაციონალიზაციის მიზნით, დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიუნხენის იურიდიული კომპანია – „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი იურისტი და კომპანიის პროკურისტი, თეა წიკლაური-რეგალი ესტუმრა. თეა წიკლაური-რეგალი ფაკულტეტის ადმინისტრაციას შეხვდა, შემდგომი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ასევე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა „კორპორაციათა რეგულირების თავისებურებებზე გერმანიაში“.