IBSU ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა
29.11.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში IBSU-ში ფილმის „პეპლების ჟამი“ ჩვენება გაიმართა, რომელიც მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ და მასთან ბრძოლის ხერხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურია, რომელშიც ჩართულია საქართველოც.