IBSU-ში ახალი კაფეტერია გაიხსნა
17.09.2024სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ახალი კაფეტერია გაიხსნა, რომელსაც აგროჰაბი მოემსახურება.
ახალი კაფეტერია, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს სთავაზობს, IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა და აგროჰაბის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა გახსნეს.
IBSU-ს სტუდენტებს საშუალება ექნებათ თავისუფალი დრო კაფეტერიის მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
ახალი კაფეტერიის სივრცით დაგეგმვაზე იმუშავეს IBSU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: მარიამ სხირტლაძემ და თეკლა მამფორიამ; ინტერიერის დიზიანსა და დაგეგმარებაზე იმუშავეს კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურული სტუდიის თანამშრომლებმა, თამარ სიმონიამ და ლუკა ქობალიამ.