IBSU-ში „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი” გაიმართა
13.01.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, ინგლისური და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო საგნის „ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები“-ს კურსის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეჩვიდმეტე ყოველწლიური პროექტი „ბიზნეს გეგმების შეჯიბრი”.
სტუდენტებმა, საგნის ლექტორისა და პროექტის კოორდინატორის, ასოცირებული პროფესორის, დოქტორის თეა კბილცეცხლაშვილის ხელმძღვანელობით 6 კვირის განმავლობაში ჩამოაყალიბეს და განავითარეს საკუთარი ბიზნეს იდეები და წარუდგინეს ჟიურის, რომლის წევრებიც იყვნენ სტარტაპის დამფუძნებლები, ბიზნეს კლუბის წარმომადგენლები და წინა წლის გამარჯვებული გუნდის წევრები.
ჟიურის საპატიო წევრებმა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, გამოავლინეს საუკეთესო მონაწილე გუნდები საუკეთესო ბიზნეს იდეებითა და გეგმებით; პროექტში მონაწილეობდა 25 გუნდი; შეჯიბრში მონაწილე თითოეულ გუნდს გადაეცა პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულ 9 გუნდს საჩუქრად გადაეცა ბიზნეს ლიტერატურა.