სიახლეები
- Home
- /
- კარიერის დაგეგმვის სამსახური
- /
- IBSU-ში გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა...

- 07/04/2026
IBSU-ში გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა HR კონსულტანტთან თეონა ბაღათურიასთან კარიერული განვითარების თემაზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა HR & ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტთან, თეონა ბაღათურიასთან.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები:
- ეფექტური CV-ის შექმნის შესახებ, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს;
- პროფესიონალური LinkedIn პროფილის აწყობის პრინციპებზე;
- გასაუბრების პროცესში სწორად კომუნიკაციის მნიშვნელობაზე;
- და იმ სტრატეგიებზე, რომლებიც დამწყებ კანდიდატებს კონკურენტულ უპირატესობას აძლევს.
ინტერაქციულ ფორმატში გამართული ლექცია მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ პროცესში, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ინდივიდუალური რჩევები პრაქტიკოსი სპეციალისტისგან.


