IBSU-ში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სიმულაცია წარმატებით ჩატარდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური...
  4. /
  5. IBSU-ში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის...
IBSU-ში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სიმულაცია წარმატებით ჩატარდა
  • 14/01/2026

IBSU-ში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სიმულაცია წარმატებით ჩატარდა

27 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე, ევროკავშირის პოლიტიკის სასწავლო კურსის ფარგლებში წარმატებით ჩატარდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და გაწევრიანების პროცესის სიმულაცია პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით.

სიმულაციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის IV კურსის სტუდენტები, რომლებმაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენეს. პროცესი გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით, დინამიკურობითა და გუნდური მუშაობის ეფექტური ფორმატით, რაც სტუდენტებისთვის სწავლების ერთდროულად საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებად იქცა.

პროექტის ავტორი და სიმულაციის განმახორციელებელი იყო ლექტორი ილონა ჩუხუა. აქტივობა მიზნად ისახავდა ევროკავშირის გაფართოების მექანიზმების უკეთ გააზრებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.

ლექტორის შეფასებით, სასწავლო ინიციატივამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწავლა პრაქტიკის გზით სტუდენტებისთვის ყველაზე ეფექტური და მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართული მიდგომაა.