[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში მე-3 მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

28.06.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-3 მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

კონფერენციაში მონაწილეობდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 200-მდე სტუდენტი 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სექციები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ინგლისური ფილოლოგია
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • განათლების ადმინისტრირება
  • ამერიკისმცოდნეობა
  • ციფრული მედია და კომუნიკაცია
  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა
  • ჟურნალისტიკა
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • არქიტექტურა
  • მედიცინა