სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ში მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე...
IBSU-ში მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გაიმართა
  • 04/03/2025

IBSU-ში მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გამართა.

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატებთან დაკავშირებული თეორიული საკითხები, ითამაშეს საცდელი რაუნდი და ჩაერთნენ საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავდა ორ სადებატო რაუნდს.

უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა განივითარეს კრიტიკული და სხარტი აზროვნება, აქტიური მოსმენის უნარი, შეისწავლეს არგუმენტის სწორად ფორმირება, მისი მაგალითებით გამყარება და ჯანსაღი კრიტიკის მიღება.