სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. საერთაშორისო ურთიერთობები
  4. /
  5. IBSU-ში პიზის უნივერსიტეტის პროფესორ...
IBSU-ში პიზის უნივერსიტეტის პროფესორ გაეტანო პერონეს ოფიციალური ვიზიტი გაიმართა
  • 12/11/2025

IBSU-ში პიზის უნივერსიტეტის პროფესორ გაეტანო პერონეს ოფიციალური ვიზიტი გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა პიზის უნივერსიტეტის პროფესორ გაეტანო პერონეს, იტალიიდან. ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი პერონე შეხვდა პრორექტორს კვლევით დარგში, ბიზნესის სკოლისა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანებს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები კვლევის, აკადემიური გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი ინიციატივების მიმართულებით.