
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოეზიისა და მუსიკის საღამო – „საქართველოს ლექსის მეხანძრენი“ გაიმართა
ღონისძიება განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის, ჟურნალისტიკის პროგრამის ლექტორის, ქეთევან გოდერძიშვილის ორგანიზებითა და სხვადასხვა პროგრამის სტუდენტის ჩართულობით ჩატარდა.
სტუდენტებმა წაიკითხეს, როგორც ცნობილი ქართველი მწერლების შემოქმედება, ასევე საკუთარი ნამუშევრები.