სიახლეები
- 05/10/2024
IBSU-ში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა, რომლის მიზანია აკადემიური პერსონალის მიერ ინსტიტუციურ დონეზე განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასება და ყველაზე ნაყოფიერი “წლის მეცნიერის”, სამეცნიერო პროექტებში ჩართული პერსონალისა და მენტორების დაჯილდოება.
ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ და პრორექტორმა კვლევით დარგში, ქალბატონმა თეა კბილცეცხლაშვილმა. ბატონმა კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მუდმივად უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას და ხელშეწყობას და სისტემატურად ზრუნავს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით აკადემიური პერსონალის მხარდაჭერაზე. ბატონმა კახამ ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მკვლევრების და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულობა და პროფესორ-მეცნიერებთან ერთად ერთობლივ პროექტებსა და კვლევებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ვინაიდან მეცნიერისთვის ხელსაყრელი კვლევითი გარემოს შექმნა ხელს უწყობს სამეცნიერო თანამშრომლობის გაუმჯობესებას და მეცნიერების წინსვლას.
პრორექტორმა კვლევით დარგში, ქალბატონმა თეამ შეაჯამა 2023-2024 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტში არსებული კვლევის პოლიტიკის შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში როგორ ხორციელდება აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მხარდაჭერა და სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის გაზრდა. ქალბატონმა თეამ ყურადღება გაამახვილა ახალ ინიციატივებზე და მადლობა გადაუხადა მეცნიერებს აქტიური ჩართულობისთვის, რათა უფრო მეტი სამეცნიერო- კვლევითი აქტივობით ერთად შევძლოთ უნივერსიტეტს შევმატოთ ღირებულება და უზრუნველყოთ მაღალი დონის კვლევითი პროდუქტის შექმნა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ზრდა და განვითარება. ქალბატონმა თეამ აღნიშნა, რომ მეცნიერების პროგრესი მეცნიერების მუშაობით და მათი აღმოჩენების ღირებულებით განისაზღვრება და არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე სამეცნიერო კვლევის შედეგები.
უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ დააჯილდოვა “წლის მეცნიერები”, სამეცნიერო პროექტების ავტორები და ასევე, მენტორები, რომელთაც სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე სტუდენტების წარმატებაში აქვთ შეტანილი წვლილი.