სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ში საჯარო ლექცია თემაზე „Adolescence...
IBSU-ში საჯარო ლექცია თემაზე „Adolescence – სერიალის ფსიქოლოგიური ასპექტები“ გაიმართა
  • 21/05/2025

IBSU-ში საჯარო ლექცია თემაზე „Adolescence – სერიალის ფსიქოლოგიური ასპექტები“ გაიმართა

IBSU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორის, თეონა გუბიანურის ორგანიზებით სერიალის „Adolescence“ ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა

შეხვედრას უძღვებოდა შოთა ბერულავა – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, „ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის“ თანადამფუძნებელი.

საჯარო ლექციის ფარგლებში ფსიქოლოგიისა და სხვა პროგრამის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თაობათა შორის ემოციური და სოციალური ხიდჩატეხილობის სირთულეებზე. გაანალიზეს, თუ როგორ ეჯახებიან ახალგაზრდები საკუთარ სურვილებს, საზღვრებს, იდენტობის ძიებას და ოჯახის/საზოგადოების მოლოდინებს. ასევე, იმსჯელეს იმ ენობრივ და სიმბოლურ სისტემებზე, რომლებიც თაობებს შორის განსხვავებას ქმნის და ზრდასრულებში დიდ გაუგებრობას იწვევს.