IBSU-ში ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
30.03.2023ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, IBSU-ს დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბის დამფუძნებლის, არტიომ არაკელიანის ინიციატივითა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ კავშირთან თანამშრომლობით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები.
სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები და იმსჯელეს გენდერულ თანასწორობასთან, ფემინიზმთან და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.