სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5.  IBSU-ში 2024-2025 სასწავლო წლის სტუდენტური...
 IBSU-ში 2024-2025 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტების სეზონის დახურვის  ღონისძიება გაიმართა
  • 06/06/2025

 IBSU-ში 2024-2025 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტების სეზონის დახურვის ღონისძიება გაიმართა

IBSU-ში 2024-2025 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტებისა და სეზონური სკოლების დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში გიორგი მახარაშვილმა, პრორექტორმა სასწავლო დარგში სალომე კუჭუხიძემ და მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შოშიაშვილმა პროექტებში ჩართულ სტუდენტებს უნივერსიტეტის პოპულარიზაციისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

ასევე,  სპონსორებმა – სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing, Rusty Comics • რასთი კომიქსი , The Body shop , Tzatziki • ძაძიკი – სტუდენტებს საჩუქრები გადასცეს.

IBSU-ში მოქმედებს რამდენიმე სტუდენტური პროექტი და სეზონური სკოლა:

🔹 ბიზნეს ანბანი
🔹 ციფრული სკოლა
🔹 დებატების ჩემპიონატი
🔹 პირველი ნაბიჯები არქიტექტურა
🔹 იმიტირებული სასამართლო
🔹 გეოპოლიტიკური თამაშები
🔹 ჰკითხე ფსიქოლოგს
🔹 ამერიკისმცოდნეობა მოსწავლეებისთვის
🔹 მოლაპარაკებების ხელოვნება
🔹 საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი
🔹 მოსწავლეებისთვის
🔹 სახელმწიფოს მოწყობა
🔹 EconoMind
🔹 IBSU-ს მარკეტერები
🔹 IBSU TikTok

წლევანდელ სასწავლო წელს IBSU-ს სტუდენტური პროექტებით და სეზონური სკოლებით ისარგებლა საქართველოს მასშტაბით საჯარო თუ კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასების 5000-მდე მოსწავლემ. ტრენინგების მსვლელობისას ისინი გაეცნენ არა მხოლოდ IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, არამედ სხვადასხვა პროფესიებს სახალისო-შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით.