სიახლეები
- Home
- /
- სამეცნიერო სიახლეები
- /
- IBSU-ში EBSCO-ს სამეცნეირო ბაზების...

- 08/12/2025
IBSU-ში EBSCO-ს სამეცნეირო ბაზების შესახებ ტრენინგი ჩატარდა
მოგეხსენებათ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბიბლიოთეკაში 2024 წლის აპრილიდან ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა EBSCO EP Package PREMIER, რომელიც წარმოადგენს მულტიდისციპლინურ აკადემიურ რესურსთა უდიდეს კოლექციას. ეს პაკეტი მოიცავს 11 ელექტრონულ ბაზას, ათასობით ელექტრონულ ჟურნალს, წიგნს, სამეცნიერო სტატიასა და კვლევით რესურსს, რაც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს თქვენი კვლევითი ხარისხის ასამაღლებლად.
გაცნობებთ, რომ წელს ამ პაკეტს დიდი სიახლეები აქვს ორი დიდი დანამატის სახით Business Source ბაზაზე, რაც ხელმისაწვოდმია მხოლოდ Premier პაკეტისთვის:
1) 2025 წლიდან Business Source Premier-ის მონაცემთა ბაზის გამოწერა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ უნიკალური და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე შინაარსი. ეს არის შემდეგი ინსტიტუციების – the American Accounting Association, Academy of Management Journals, Harvard Business Review, MIS Quarterly და INFORMS (Institute for Operations Research & the Management Sciences – ჟურნალები, მათ შორისაა:
• Harvard Business Review
• Academy of Management Journal
• Accounting Review
• Journal of Marketing Research
• Bloomberg Businessweek
• Fortune
• Journal of Management
• MIS Quarterly
• Journal of Management
• Forbes
2) სპეციაურად ბიზნესისთვის განკუთვნილი ცალკე საძიებო სისტემა სრულყოფილი ფუნქციონალით. ეს ინტერფეისი შექმნილია Business Source-ის სერიისთვის და სთავაზობს მომხმარებლებს მარტივ და მოსახერხებელ გზას კომპანიის პროფილების, ინდუსტრიული ინფორმაციის, ქვეყნის ეკონომიკური მონაცემებისა და ბაზრის კვლევების საძიებლად.
EBSCO EP Package PREMIER ელიტ პაკეტში შემავალი სამეცნიერო ბაზებით სარგებლობა შეუძლიათ უნივერსიტეტის როგორც აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ბაზაზე წვდომა შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე უნივერსიტეტის ტერიტორიის მიღმაც.
აღნიშნული განახლებების შესახებ ინფორმაცია IBSU-ის აკადემიურ პერსონალს გააცნო და პლატფორმის გამოყენებაზე ტრენინგი ჩაატარა შპს Innovative Systems Management-ის დირექტორმა, ნანა ხუსკივაძემ. ტრენინგი 5 დეკემბერს დისტანციურ ფორმატში გაიმართა.