IBSU ჰოლოკოსტის თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო
19.04.2023IBSU-მ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში თემაზე “ჰოლოკოსტი,” რომელიც ქართულ-ებრაულმა სკოლამ “ორ ავნერი,” ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრთან პარტნიორობით გამართა.
კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავდა ჰოლოკოსტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, მონაწილეობდნენ ისრაელისა და გერმანიის ელჩები ჰადას მეიცადი და ერნსტ პეტერ ფიშერი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელი კახა ლაბუჩიძე და ისრაელის განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი დალიტ ატრაქჩი.