[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

უილიამ ლაჰიუს ლექცია IBSU-ში

შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ინიციატივით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა უილიამ ლაჰიუმ გამართა.

ლექცია შეეხებოდა NATO-ს როლს 21-ე საუკუნეში და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის საკვანძო გამოწვევებს თანამედროვე საერთაშორისო წესრიგში.

ლაჰიუ საუბარში, ასევე, შეეხო NATO-ს გაფართოების საკითხს, საქართველოს პოლიტიკას ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სახელმწიფოს გამჭვირვალობა ამ პროცესის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. მისივე თქმით, ალიანსი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ლაჰიუმ ტერიტორიულ კონფლიქტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებთან ახლოს მიმდინარეობს.

მან ხაზი გაუსვა ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამის მნივნელობას, ნატო-საქართველოს კომისიას და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებას, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმარმა სტუდენტების მიერ დასმულ არაერთ შეკითხვას უპასუხა.