თბილისის მერიასა და IBSU-ს ურთიერთთანამშრომლობა
06.04.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისის მერიასა და IBSU-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივი შეთანხმება IBSU-ს სოციალური მიმართულების სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობას ითვალისწინებს. სტუდენტების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისათვის ღონისძიებები ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება. ამასთან, IBSU მერიის თანამშრომლებს თურქული ენის სასერტიფიკატო კურსების გავლას უსასყიდლოდ, სხვა ენების სასერტიფიკატო კურსების გავლას კი შეღავათიანი პირობებით შესთავაზებს. ასევე, მერიის მასშტაბურ ღონისძიებებს უზრუნველყოფს საკონფერენციო დარბაზითა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.