აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე IBSU-ს სტუდენტებთან
11.04.2016ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მოადგილე დას ზიფი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
სტუმრმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის პროგრამის არსებობა. მისი თქმით, აღნიშნული მულტიდისცილინარული და ამავდროულად ინტერდისციპლინარული პროგრამა იძლევა კარგ შესაძლებლობას სტუდენტები წარმატებით დასაქმდნენ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უცხოურ კომპანიებში.