[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში მე-3 კულტურის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
ყველასთვის ცნობილია, რომ IBSU-ში 20 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი სწავლობს. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა სწორედ საკუთარი ქვეყნის ტრადიციული სამოსი, ღირსშესანიშნაობები, ფოლკლორი და ეროვნული კერძები წარმოადგინეს.

გაიმართა სახალისო თამაშები, კონკურსები, სტუდენტების ფოტოგამოფენა და კონცერტი, რომელშიც, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.