[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU წიგნის საახალწლო ფესტივალზე

28.12.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე წარსდგა, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 25-26-27

 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება. აღნიშნულ ღონისძიებაში IBSU პირველად იიღებს მონაწილეობას და სტენდით არის წარმოდგენილი. სწორედ ფესტივალის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკითხველთა კლუბის კონკურსში ''ლიტერატურული ჩანახატის“ გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოებაც გაიმართა. საკუთარი რჩეული გამომცემლობა ''ინტელექტმაც'' გამოავლინა. სულ კონკურსზე 37 ნაწარმოები შევიდა, აქედან 3 საუკეთესო ჩანახატის ავტორები არიან: მაგდა საღინაშვილი – ლიტერატურული პაემანი ანუ შეხვედრა ვასიკო კეჟერაძესთან თამარ ბერაძე – თავისუფლება რაუფ ჭინჭარაძე – გამოსვლა N 1 კლუბის ხელმძღვანალებმა, ასევე, შეაჯამეს 4 თვიანი საქმიანობა, ისაუბრეს მომავალი გეგმების შესახებ და კლუბისთვის მხატრული ლიტერატურა შეიძინეს.