ლიზი ქათამაძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

24.01.2022

ლიზი ქათამაძე

„მოგესალმებით, მე ვარ ლიზი ქათამაძე საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მეორე კურსის სტუდენტი. გავხდი ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისე და მომავალ სამ თვეს გავატარებ ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და საინტერესო კუნძულ კვიპროსზე.

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, როცა ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ, სადაც მოხალისე მასწავლებელს ეძებდნენ და მეც გადავწყვიტე ეს შანსი გამომეყენებინა. ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და გავგზავნე განაცხადი. როდესაც დადებითი პასუხი მივიღე, ვფიქრობდი, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე. ამ გაცვლითი პროგრამით დაინტერესების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა და სწორედ ამ პროგრამის წყალობით მომეცა შანსი გავმხდარიყავი მოხალისე მასწავლებელი სრულიად განსხვავებულ გარემოში. ამასთან, ეს პროექტი მაძლევს შესაძლებლობას გავხდე უფრო კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი და რაც მთავარია ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყნის კულტურა.

 

 

 

 

 

აღფრთოვანებული ვარ აქაურობით. უკვე ორი წელია პანდემიის გამო ცხოვრების ჩვეული რიტმით ვეღარ ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიამ კვიპროსის მოსახლეობასაც დიდი ზიანი მიაყენა, ქუჩებში მაინც იგრძნობა სიცოცხლის ჟინი და ადგილობრივი მოსახლეობაც დადებითადაა განწყობილი ჩვენს მიმართ. ცოტას აღელვებული და ემოციური ვარ, რადგან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება,შემდგომ მიზანი, რეალობად იქცა.

 

 

 

 

 

აქვე, მინდა საჯარო მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტსა და ლექტორებს უდიდესი მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის. და ბოლოს, ჩემი საყვარელო ფრაზით დაგემშვიდობებით:

You Can Be The Next! Just Try!”