მარიამ ბანეთიშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

24.01.2022

მარიამ ბანეთიშვილი

„გამარჯობა! მე მარიამ ბანეთიშვილი ვარ, 20 წლის, IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. მინდა გაგიზიაროთ ჩემთვის სასიხარულო სტუდენტური ამბები.

ბავშვობიდან მაქვს ერთი მიზანი – საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღება. გასულ სემესტრში, მეორე კურსზე, IBSU-დან მივიღე წერილი, რომელმაც მაუწყა ჩემი პირველი ონლაინ გაცვლითი პროგრამის შესახებ ესპანეთში. ბევრი არც მიფიქრია, ახალი გამოწვევა და განვითარების შესაძლებლობა დიდი სიხარულით მივიღე. საოცარი შეგრძნებაა ისწავლო ისეთ გარემოში, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სტუდენტი ერთიანდება განსხვავებული დროის სარტყლით. ამჟამად ვცხოვრობ ერთ დიდ გლობალურ სამყაროში, სადაც მესმის, თუ რას ფიქრობენ და როგორ ხედავენ სამყაროს ჩემგან ძალიან შორს მყოფი თანატოლები. IBSU-ს სტუდენტისთვის უცხო არაა უცხოელ ლექტორთან ურთიერთობა, თუმცა ესპანელ ლექტორებთან აქამდე ჯერ არ მქონია შეხება. თამამად ვიტყვი, რომ ამ მცირე ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი პროგრესი განვიცადე მათი წყალობით.

დასავლეთ ევროპა და აქაური განათლება ჩემთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. ონლაინ გაცვლითი პროგრამის დროს მეტად გავაცნობიერე რა მინდა, როგორი ტემპი და შემართება მჭირდება ჩემი სტუდენტური ცხოვრებისთვის.

 ძალიან მინდა, რომ ვიყო გლობალური სამყაროს ნაწილი და ამისთვის გადავდგი კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი: უნივერსიტეტიდან მორიგი შეტყობინების შემდეგ, ამჯერად, გაცვლითი პროგრამების კარი საფრანგეთში გაიღო და შემდეგ სასწავლო სემესტრს გავატარებ ქალაქ პარიზში, სადაც ვისწავლი საერთაშორისო მენეჯმენტის მიმართულებით. ჩემი ამჟამინდელი პარიზელი კურსელები მოუთმენლად ელიან ჩემს იქ ჩასვლას. მეც ორმაგად მოტივირებული ვარ. მჯერა, ჩემი შესაძლებლობების და IBSU-სი, რომელიც მუდმივად ზრუნავს სტუდენტების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის.”