თამთა ჩხენკელი - საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

თამთა ჩხენკელი – საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

“ვფიქრობ, რომ თითოეული სტუდენტისათვის აუცილებელია აქტიური ცხოვრების წესი, რომელიც მათ დაეხმარებათ გახდნენ პროფესიონალები თავიანთ სფეროში. უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან ძალიან მალე დავიწყე მონაწილეობის მიღება სხვადასხვა პროექტში, ტრენინგსა და კონფერენციაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „Erasmus Student Network Tbilisi”-ში მოხალისეობრივმა საქმიანობითა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო კონფერენციაში „Erasmus Generation Meeting 2022”-ში პორტუგალიის ქალაქ, პორტოში.

 

კონფერენცია გრძელდებოდა 4 დღის განმავლობაში. განიხილეს ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია სტუდენტების განათლებისა და დასაქმების პერსპექტივებთან. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო Career Fair და Mobility Fair, რომლის განმავლობაში ასობით უცხოელმა მონაწილემ მიიღო ინფორმაცია საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და კომპანიების შესახებ.
Erasmus Generation Meeting (EGM)-მა დაგვანახა, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და რაოდენ დიდია ინტერესი უცხოელი სტუდენტების მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი.
მადლობა ჩემს უნივერსიტეტსა და ქ. ქუთაისის მერიას მხარდაჭერისათვის.”