დიმიტრი ზარქუა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

14.01.2022

დიმიტრი ზარქუა

გამარჯობა, ვარ დიმიტრი, 22 წლის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, მოვიპოვე ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება და ამჟამად გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები ვილნიუსში, წარსულის გამოცდილებამ (ჩინეთში,ბეიჯინგში გაცვლითი პროგრამით მონაწილეობამ) საკმაოდ გამიადვილა უცხო გარემოსთან და თავდაპირველ გამოწვევებთან შეგუება.


ვფიქრობ, საერთო საცხოვრებელში ცხოვრება ერთ-ერთი უმთავრესი ხიბლია ამ პროგრამის და დარწმუნებული ვარ, აქ შეძენილი მეგობრობა და მოგონებები ცხოვრების ბოლომდე გამყვება. გავიცანი სტუდენტები დედამიწის ყველა დასახლებული კონტინენტიდან, დავაგემოვნე უნიკალური კერძები.

 

 

 

 

 


აქაურმა ლექტორებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, შედარებით სკეპტიკურად განწყობილ საგნებზე წარმოდგენა პირველივე ლექციიდან შემეცვალა. სადაც მივდივართ, ყველგან ვგრძნობთ, რომ ქართველების მიმართ უდიდესი სიყვარულით გამოირჩევიან აქაურები, უყვართ ქართული სამზარეულო და ის იდენტობა, რაც გაგვაჩნია.

 

 

 

 

 


ქალაქში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა სისუფთავემ, სიმწვანემ და ქუჩაში ჩემთან ერთად მოსეირნე მელამ და ირმებმა. ყველას, ვისაც ხარისხიანი განათლებისა და სტუდენტური ცხოვრების განსხვავებულ პრიზმაში დანახვა სურს, აუცილებლად ვურჩევდი გამოიყენონ ყველა შანსი და მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროგრამებში