[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

11.06.2024

#ExchangeStudent: მარიამ მღებრიშვილი | კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტი

გაიცანით მარიამ მღებრიშვილი, IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ლას პალმასში კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, დიდი ხნის სურვილი ამესრულებინა და ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ევროპაში – ლას პალმასში, კანარის კუნძულებზე. ჩემი გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო სტაჟირება Brains International School- ში, მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

მქონდა საშუალება, გავცნობოდი პროფესიონალებს, მემუშავა მათთან ერთად, წვლილი შემეტანა საკლასო აქტივობების განხორციელებაში და მიმეღო განათლება, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ამ ყველაფერთან ერთად, ერაზმუსის პროგრამამ მომცა საშუალება, მესწავლა ესპანური ენა და ამეღო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რამაც მომცა მოტივაცია, საქართველოში გამეგრძელებინა ესპანური ენის სიღრმისეული შესწავლა.

აკადემიური ცხოვრების მიღმა, დამიგროვდა უამრავი მოგონება; დავესწარი კარნავალებს, ვესტუმრე ისტორიულ მუზეუმებს და გავიცანი არაერთი საინტერესო ადამიანი. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამა ჩემთვის აღმოჩნდა ცხოვრების ის ეტაპი, რომელიც, ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიაროს.”