[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

29.05.2022

გიორგი პაპაშვილი – საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართვის ბაკალავრის სტუდენტი

 

 

გამარჯობა მე გიორგი პაპაშვილი ვარ, დავამთავრე თელავის ევროპული უმაღლესი სკოლა და ახლა შავი ზღვის უნივერსიტეტში ვსწავლობ „საჯარო ადმინისტრირებასა და სახელმწიფო მართვაზე“. ჩემი არჩევანი მოცემულ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე შევაჩერე, რადგან მიმაჩნია ჩვენი უნივერსიტეტი გვაძლევს შესაძლებლობას ერთის მხრივ ცოდნა იმ მიმართულებით გაიღრმაო, რისი ინტერესიც გაქვს და ასევე მოგცეს პლატფორმა პიროვნულად თუ პროფესიულად განვითარდე.

 

 

 

 

ჩემთვის საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მართვის პროფესიულ სფეროდ არჩევის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იყო ის ფაქტორი, რომ მოცემული მიმართულება გაძლევს შესაძლებლობას დააგროვო ზოგადი ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და საკუთარი თავი იპოვო იმ სფეროში, რომელიც განსაკუთრებით გიზიდავს.

 

 

 

 

ამ ეტაპზე დაინტერესებული ვარ პოლიტიკით და თუ შეიძლება ასე ითქვას, მათ შორის მისი კეთებითაც, როგორც რეგიონულ დონეზე ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი ცალსახა გამოვლინებაცაა  ჩემი პროექტ „მისიაში“ მონაწილეობა, რომლის მთავარ მიზანსაც სწორედ ახალგაზრდა ლიდერების და მომავლის სამოქალაქო თუ პოლიტიკური ფიგურების გაძლიერება წარმოადგენს.