[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

03.02.2023

IBSU-ს სტუდენტი მიხეილ არაქელიანი Global UGRAD-ს ფარგლებში მისურის უნივერსიტეტში სწავლობს

გაიცანით მიხეილ არაქელიანი, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამის Global UGRAD-ს ფარგლებში მისურის უნივერსიტეტში სწავლობს.

“მუდმივად ვცდილობ ჩემი სტუდენტობა უფრო მრავალფეროვანი გავხადო და დიდი გამოცდილება დავაგროვო. 2022 წლის იანვარში განაცხადი შევიტანე ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაცვლით პროგრამაზე და გავიმარჯვე. სრული დაფინანსებით ერთი სემესტრი ამერიკულ უნივერსიტეტში ვისწავლი.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ქალაქ კოლუმბიაში ვიმყოფები და ვსწავლობ მისურის უნივერსიტეტში. პარალელურად, ვიწყებ ჩემს მასპინძელ უნივერსიტეტში სხვადასხვა პროექტზე მუშაობას. რა თქმა უნდა, ჩემი ალმა მატერი არ მავიწყდება და ორ უნივერსიტეტს შორის საერთო პროექტებსაც ვგეგმავ.

ჩემს კარიერულ განვითარებაში IBSU-ს დიდი ადგილი უკავია. ის მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად ვიღებ ჩემი ლექტორებისა და ადმინისტრაციისგან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაძლევს მეტ მოტივაციას მუდმივად წინ ვიარო!”