[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

04.10.2022

ვლადიმერ ყორღანაშვილი – საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

ლიდერობა არ არის მარტივი და თავის არსში ბევრ შრომას, სიმამაცეს და რისკს გულისხმობს. სწორედ გამოსავლის პოვნა, პრობლემების გადაწყვეტა, მოვლენების, გარემოსა და  ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა ეფექტური ლიდერობის აუცილებელი კომპონენტები. სანიმუშო და მისაბაძ პიროვნებად პოზიციონირება საქმიანობისა და ცხოვრების წესის ისე წარმართვას ნიშნავს, რომ თანამშრომლები, საზოგადოება და თვით მსოფლიოც კი უკეთესი გახდეს. ისწავლეთ როგორ გახდეთ უფრო წარმატებული ლიდერი, გააუმჯობესოთ კომუნიკაცია, მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები, მართოთ კონფლიქტები და წარმართოთ სხვები ცვლილებების დროს. ამ ყველაფერში კი დამეთანხმებით,რომ შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტი უკონკურენტოა, იგი ამ ყველაფერს ნამდვილად გვასწავლის ❤️

ამჯერად მინდა პოლონეთში მიღებული გამოცდილება გაგიზიაროთ. როგორც იცით, აქტიურად ვესწრები სხვადასხვა ტრენინგ-კურსებს საზღვარგარეთ, სადაც შესაძლებლობა მაქვს გავიცნო სხვადასხვა ქვეყნის აქტიური,წამყვანი ახალგაზრდები, ასევე მენტორები.

როგორც უკვე ავღნიშნე, ამ კონკრეტულ კურსზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიყავით ჩართულნი. უკრაინის,ესპანეთის,საქართველოს, სომხეთისა და პოლონეთის შემდგარი,ჩამოყალიბებული ლექტორები თუ ქოუჩები ვესწრებოდით ზემოაღნიშნულ კურსს. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, შევიძინეთ ახალი ცოდნა და უნარები.

პროექტის განმავლობაში განვიხილეთ ბიზნეს სტრატეგია, ქოუჩინგი და მენტორინგი, კომუნიკაცია,კრიზისის მენეჯმენტი, ხელმძღვანელის უნარ – ჩვევები და მსგავსი საკითხები,რაც დამეთანხმებით,რომ საკმაოდ აქტუალური,საინტერესო და ინოვაციური სფეროა დღესდღეობით.

აუცილებლად მინდა ავღნიშნო,რომ ამ ყველაფერზე საუბრის,სწავლისა და მოსმენის შესაძლებლობა იბსუში უკვე მქონდა. აქ  მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებსა და ახალგაზრდებს გავუზიარე.