რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს არქიტექტურის პროგრამა?
- ისწავლე მოქმედი პროფესიონალებისგან: მიიღე ცოდნა პრაქტიკოსი არქიტექტორებისგან;
- ფოკუსირება პრაქტიკული დიზაინის უნარებზე: ძირითადი აქცენტი კეთდება დიზაინის რეალური უნარების ათვისებაზე;
- ფუნდამენტური უნარების განვითარება: განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხატვის, დიზაინისა და პრეზენტაციის საბაზისო უნარების ჩამოყალიბებას;
- რეალური ურბანული გამოწვევები: დიზაინ-ამოცანები ეფუძნება ქალაქის რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებს;
- საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები: სწავლის პროცესში საზღვარგარეთ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
- მულტიკულტურული სტუდენტური გარემო: სწავლა მრავალფეროვან, საერთაშორისო გარემოში;
- გლობალური შესაძლებლობები: ფართო გზა სამაგისტრო პროგრამებისა და დასაქმებისკენ ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ.
IBSU-ს არქიტექტურის პროგრამა შენთვისაა, თუ:
- გინდა მიიღო გამოცდილება ადამიანებისგან, რომლებიც თავად ქმნიან თანამედროვე არქიტექტურას;
- გსურს, რომ სწავლის პირველივე დღიდან რეალური დიზაინ-პროექტების შექმნით დაკავდე;
- გინდა პროფესიონალურ დონეზე განივითარო ხატვის, ტექნიკური დიზაინისა და პრეზენტაციის უნარები;
- გაინტერესებს ურბანული გამოწვევები;
- გსურს საერთაშორისო კარიერა;
- შენი მიზანია ევროპაში სწავლის გაგრძელება და მუშაობაზე.