რატომ უნდა აირჩიო IBSU-ს მარკეტინგის პროგრამა?
შენი კარიერის Start-up იწყება IBSU-ში
- მრავალმხრივი განათლება: ისწავლი მარკეტინგს, კომუნიკაციებს, ბიზნესსა და უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს;
- პრაქტიკული სწავლება: ისწავლე რეალური ბიზნეს-ქეისებით და განავითარე პრაქტიკული უნარები;
- პროფესიონალი ლექტორები: ისწავლე გამოცდილი პრაქტიკოსებისა და დარგის წამყვანი სპეციალისტებგან;
- აქტუალური ტრენდები: დაეუფლე ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიას;
- კარიერული სტარტი: გაიარე სტაჟირების პროგრამა და დაამყარე მჭიდრო კავშირი ბიზნეს სექტორთან;
- უნარების განვითარება: განივითარე კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და სტრატეგიულ ხედვა;
- გლობალური გამოცდილება: ისწავლე საერთაშორისო გარემოში და ჩაერთე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში
IBSU-ს მარკეტინგის პროგრამა შენთვისაა, თუ:
- გსურს კარიერა საერთაშორისო მარკეტინგსა და ბიზნესში ააწყო;
- გინდა თავისუფლად ფლობდე ბიზნეს ინგლისურს;
- გიტაცებს კრეატიული და ანალიტიკური ამოცანების გადაჭრა;
- გაინტერესებს ბრენდინგი, ციფრული სამყარო და მომხმარებლის ფსიქოლოგია;
- აფასებ პრაქტიკულ გამოცდილებას და გინდა სწავლის პროცესშივე ჩაერთო რეალურ პროექტებში;
- შენი მიზანია გახდე მარკეტინგის, PR-ის ან სარეკლამო სფეროს პროფესიონალი.