სიახლეები
- 22/10/2022
Erasmus + Staff პროგრამის ფარგლებში IBSU-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ლუბლინის WSPA უნივესტიტეში
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კოორდინატორი ბაია ივანეიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი ნათია მაღალაშვილი, Erasmus + Staff პროგრამის ფარგლებში 10 დან – 15 ოქტომბრამდე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთის, ქალაქ ლუბლინის WSPA უნივესტიტეში, სადაც დაესწრნენ 2022-2023 აკადემიური წლის ოფიციალური გახსნის ცერემონიას, შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეკანსა და ვიცე – რექტორს.
შეხვედრაზე დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს უნივერსიტეტის ხედვა და მიზნები. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი ქალბატონი ბაია პროგრამის განვითარების მიზნით გაეცნო WSPA-ს საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამას და დაგეგმეს თანამშრომლობა კურიკულუმის განვითარების მიზნით. WSPA-ს ადმინისტრაციამ სურვილი გამოთქვა IBSU-ს სტუდენტურ კონფერენციებში ჩართვაზე.