სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს სტუდენტების სპორტული წარმატება
  • 23/06/2022

IBSU-ს სტუდენტების სპორტული წარმატება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ ღონისძიებაში „თბილისის სტუდენტური თასი 2022“.

სტუდენტებმა წარმატებას მიაღწიეს სპორტის რამდენიმე სახეობაში როგორც ინდივიადუალურ, ასევე ჯგუფურ შეჯიბრში:

ძიუდო: მათე მარღანია – III ადგილი 60 კილოგრამით წონით კატეგორიაში;

შაში: პაატა მუშტაშვილი – II ადგილი;

კარტინგის ჯგუფურ შეჯიბრში IBSU-ს გუნდმა III ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: იუსუფ ქამილ აქბაშ, გიორგი ლაზვიაშვილი, თიკა ხუჭუა, სალომე გრიგოლია, ანა აკოპოვი და მარიამ ფაცაცია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამგვარი სპორტული შეჯიბრებები, რადგან უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა ახალგაზრდებში. ასეთი პროექტები კიდევ უფრო ააქტიურებს სტუდენტებს ამ მიმართულებით.

„თბილისის სტუდენტური თასი 2022“- ის ორგანიზატორი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია არის. სტუდენტურ ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ თბილისში მდებარე აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.