შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
03.10.202230 სექტემბერს, მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ენების კლუბ Lingo Quest-ის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქართველი მწერალი და მთარგმნელი – ანა კორძაია-სამადაშვილი ესტუმრა.
საჯარო ლექციის ფარგლებში სტუმარმა საკუთარი გამოცდილება და ლიტერატურული თარგმნის ხელოვნება გაუზიარა აუდიტორიას.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.