სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- სტაჟირების კონკურსი
- 12/11/2019
სტაჟირების კონკურსი
21 ნოემბერს 19:00 საათზე ა 503 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან.
სპიკერი ნოტარიუსი: ნანი ბარბაქაძე
თემა: სტაჟირების კონკურსი
ძირითადი გზავნილი: ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის პროფესიის დასაუფლებლად. სპიკერი ნოტარიუსები სტუდენეტებთან შეხვედრის ფარგლებში დეტალურად ისაუბრებენ სტაჟირების წესსა და პირობებზე – რა ეტაპებს და პერიოდს მოიცავს სტაჟირების პროგრამა და სწავლების სრული კურსი, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს დაინტერესებული პირი იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს კონკურსში.
ნოტარიუსი ტრენინგის ბოლოს სტაჟირების თუ ზოგადად, პროფესია ნოტარიუსის ფარგლებში, სტუდენტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.