სიახლეები
- 30/01/2025
IRO-ს წარმომადგენლები AUF-ის რეგიონული დირექტორის მიღებას დაესწრნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) წარმომადგენლები, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ჩალაბაშვილი და მენეჯერი მედინა მამედოვა, დაესწრნენ ფრანკოფონიის სააგენტოს (AUF) ახლად დანიშნული რეგიონული დირექტორის, ლორ კასტინის მიღებას.
IBSU და AUF თანამშრომლობენ 2019 წლიდან, რამაც გააძლიერა უნივერსიტეტის გლობალური ჩართულობა ფრანკოფონულ აკადემიურ საზოგადოებაში სხვადასხვა აკადემიური თუ ინსტიტუციური აქტივობების ხელშეწყობის კუთხით.