საერთაშორისო ურთიერთობები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მკვლევარის ვიზიტი...

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მკვლევარის ვიზიტი კემბრიჯის უნივერსიტეტში

20/05/2019

2019 წლის 20-22 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მკვლევარმა – გიორგი ყუფარაძემ, მონაწილოება მიიღო ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ფინანსების მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, კემბრიჯში, დიდ ბრიტანეთში. წარდგენილ იქნა მოხსნება თემაზე: კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების გამოწვევები (საქართველოს მაგალითი).

ვიზიტი განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში: “საინვესტიციო აქტივობებზე კონკურენციის პოლიტიკის გავლენის შესწავლა” (YS17_90).