რექტორის მრჩეველმა დავით ცირამუამ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულსა და ევროპის ანტრეპრენიორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

20/02/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორის მრჩეველმა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ცირამუამ 2025 წლის იანვარში, პრაღაში, ნიუტონის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულსა და ევროპის ანტრეპრენიორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კვირეული 10-ზე მეტი ქვეყნის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს აერთიანებდა.

კვირეულის მონაწილეები ჩართულები იყვნენ ისეთ ვორკშოპებში, როგორებიცაა

▪︎ როგორ უმკლავდებიან ევროპული ბიზნესსკოლები მდგრადი განვითარების გამოწვევებს;

▪︎ ფსიქოლოგიური უსაფრთხოება სამუშაო გარემოში;

▪︎ AI და უმაღლესი განათლება

▪︎ პროექტებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა.

აღნიშნულ კვირეულზე ასევე საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო თანამშრომლობას ახალ პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო გაცვლების ორგანიზების საფუძველი გახდება.