შავი ზღვის ეკოლოგიაზე და წყლის რესურსებზე გამართულ კონფერენციაში IBSU-ს მოწვეული ლექტორი მონაწილეობდა

28/03/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თბილისის 45-ე საჯარო სკოლის კონფერენციაში – “შავი ზღვა – ისტორიული გზაჯვარედინი, რეგიონის ბუნებრივი საგანძური” მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია სკოლის გეოგრაფიის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის, ეკონომიკურ, კულტურულ, გეოგრაფიულ საკითხებზე, ზღვის პოტენციალზე და ეკოლოგიურ გამოწვევებზე.

ენერგეტიკის დოქტორმა, შავი ზღვის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა თამარ შოშიაშვილმა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა ლექცია შავი ზღვის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე, განახლებადი ენერგიების უპირატესობებზე, ენერგოეფექტურობის და ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობაზე.

ლექციის ბოლოს სპიკერმა უპიასუხა მოსწავლეებისა და მასწავლებელების შეკითხვებს. როგორც თამარ შოშიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოსწავლეების დაინტერესება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებით, როგორიცაა შავი ზღვის დაბინძურებისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული გამოწვევები, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და განახლებადი რესურსების გამოყენების მნიშვნელობა. “ამ საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვნად წაადგება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და საბოლოოდ დადებითად აისახება შავი ზღვის ეკოლოგიასა და წყლის რესურსების დაზოგვის საკითხზე,”- განაცხადა შოშიაშილმა.