IPN: IBSU-ს განათლების მიმართულების პროგრამებმა სრული აკრედიტაცია მიიღო
27/08/2025
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განათლების ადმინისტრირების ინგლისურენოვანმა და ქართულენოვანმა სამაგისტრო პროგრამებმა, განათლების მეცნიერების ინგლისურენოვანმა სადოქტორო პროგრამამ და მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ (60 კრედიტიანი) სრული აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.