საერთაშორისო ურთიერთობები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო...

IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

21/10/2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტრადიციულ, აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია რეგიონში და მის გარეთ ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, ექსპერტთა მოსაზრებების ურთიერთგაცვლა და პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში ოპტიმალური გამოსავლის გზების ძიება. კონფერენციის თემატიკა აქტუალურ გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს ასახავდა.

კონფერენცია წელსაც შინაარსობრივად მრავალფეროვანი იყო და მასში ექვსი ქვეყნის 21 უნივერსიტეტის მეცნიერი და დოქტორანტი იღებდა მონაწილეობას. ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, თურქეთი, ინდოეთი და საქართველო. კონფერენციის ფარგლებში იმუშავეს ქართულმა და ინგლისურმა სესიებმა, მათ შორის, ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, კომპიუტერული მეცნიერებების, პოლიტიკის, უსაფრთხოების, სამართლის, სოციალური მეცნიერებების, კულტურის, ისტორიის, ლიტერატურისა და განათლების საკითხებზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს მეცნიერების მოხსენებები, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და გამართეს საინტერესო პანელური დისკუსიები.

კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები იყვნენ: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ზილინას უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) და გამოყენებითი ფსიქოლოგიის კოლეჯი (ჩეხეთი). კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ასოცირებული, პროფესორი, დოქტორი, თომას ჟედინაკი და ჩეხეთის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კოლეჯის ასოცირებული, პროფესორი, დოქტორი, მილან ფილა.