[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია გამართა

18.03.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია: „შენი ხმის მნიშვნელობა 2024 წლის არჩევნებზე“. შეხვედრას უძღვებოდა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

ნინო დოლიძემ ისაუბრა 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებსა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ამასთან, აუდიტორიას გააცნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სიახლეები. 

ლექციის დასასრულს, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ISFED-ის მასშტაბურ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის შესახებ.