საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა გაცვლითი პროგრამების ორგზის მონაწილე IBSU-ს სტუდენტ მარიამ ბანეტიშვილთან, რომელიც სემესტრული გაცვლითი პროგრამით საფრანგეთისა და ესპანეთის უნივერსიტეტებში სწავლობდა.
მარიამმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები გააცნო.